წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მიწვევით პეკინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს კოლეგასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან.
პეკინში ვიზიტამდე, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, შანხაიში იმყოფებოდა, სადაც იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. გამოფენაში წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა.