მეტეოროლოგი მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1753933705
ეს არის მერი, რომელიც მყარი მენეჯმენტით, დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობით გამოირჩევა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ კახა კალაძესთან დაკავშირებით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხვალ მერობის კანდიდატად წარადგენს.
„დარწმუნებული ვართ, რომ [არჩევნებში] დიდ წარმატებას მოიპოვებს. ეს არის მერი, რომელიც მყარი მენეჯმენტით, დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობით გამოირჩევა. მისი მმართველობის დროს ჩვენ ვიხილეთ დედაქალაქის დინამიკური განვითარების ტემპი“, - აღნიშნა ბითაძემ.