გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციების მიზანია ხმაურის გამოწვევა და საზოგადოებაში წარმოსახვითი რეალობის შექმნა.
ამასთან, მახაშვილის თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალობას აცდენილი განცხადებები გაკეთდა.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში ევროპარლამენტში რასაც ვუყურებთ, არ არის ახალი. მაისში და აპრილში ამავე რეზოლუციის პროექტზე განხილვები იყო კომიტეტების და პოლიტიკური ჯგუფების დონეზე, ამიტომ ახალი არაფერი მოგვისმენია. რაც მოვისმინეთ, ეს იყო წარმოსახვითი რეალობის შესახებ დებატები, რომელშიც უხვად იყო პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალობას აცდენილი განცხადებები. ამავე დროს, რაც ჩვენ მოვისმინეთ, მაგალითად, ევროკომისრისგან, შეიძლება ითქვას, ფაქტია, რომ არის დიალოგის საჭიროება და აუცილებლობა. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროკომისიას, ასევე კრიტიკულად განწყობილ ზოგიერთ ძალას მოვუწოდებთ, რომ, არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, პატარა ბავშვებივით ნუ გაიბუტებიან. დავსხდეთ მაგიდის გარშემო, რეალობას ყველამ თვალი გაუსწოროს, ვნახოთ, რატომ გახდა ახალი კანონმდებლობის საჭიროება და ერთობლივად ვიფიქროთ, მოვნახოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი. საქართველო, ჩვენ, ხელისუფლება ყოველთვის მზად ვიყავით და მომავალშიც მზად ვართ ღია, გულწრფელი და სამართლიანი დიალოგისთვის.
ამ დოკუმენტის მნიშვნელობა შემიძლია შევაფასო იქიდან გამომდინარე, რა როლი აქვს ევროპარლამენტს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში. კანონმდებლობით მას არაფერი როლი არ აქვს. ამიტომ ამ რეზოლუციას არანაირი მნიშვნელობა და სამართლებრივი საფუძველი ან ვალდებულება კომისიისთვის ან სხვისთვის არ აქვს. მაგრამ რასაც ხშირად აკეთებენ ხოლმე, ეს არის ხმაური. შექმნან ხმაური ამ რეზოლუციებით და ამით საზოგადოებაში, ჩვენთან თუ უცხოეთში, წარმოსახვითი რეალობის აღქმა გააჩინონ. მსგავსი ტიპის რეზოლუციებით, რომელიც სავსეა მიკერძოებული მოვლენებით, შეფასებებით და ხშირად ტყუილებით, საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ. ბუნებრივია, ამ რეზოლუციის წონა და მნიშვნელობაც რეზოლუციიდან რეზოლუციამდე მცირდება. შემდეგ ნუ გაუკვირდებათ, რომ ხშირად ჩვენც განსაკუთრებულ წონას არ ვანიჭებთ ხოლმე მსგავს დოკუმენტებს, რომლებსაც ევროპარლამენტი იღებს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ევროპარლამენტში გუშინ, 8 ივლისს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებთან დაკავშირებით. ამასთან, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან. სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუციის პროექტი მოიცავს ახალი საპარლამენტო არჩევნების, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებას. რეზოლუციის პროექტში არის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისადმი მოწოდებაც.