1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
არ ვარ დარწმუნებული, რომ სალომე სამადაშვილი ის პიროვნებაა, რომელმაც შეიძლება დემოკრატიულ პროცესებზე დამაჯერებლად ისაუბროს, რადგან ბრიუსელში იყო ელჩი, რომელიც იმ რეჟიმს წარმოადგენდა, ვინც საკუთარ მოსახლეობას აწამებდა, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბუდაპეშტში, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„თუ რაიმე შეუძლია, გააკეთოს, სიმართლეს უნდა გაუსწოროს თვალი და დემოკრატიულ პროცესებს დაუბრუნდეს. ევროკავშირის მხრიდან საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე არც ერთი კითხვა არ არსებობს, ეუთო-ს დასკვნები კი ცალსახაა. რასაც ოპოზიცია აკეთებს, ამ საკითხებით მანიპულირება და მცდელობაა, რომ საკუთარი ამომრჩეველიც შეცდომაში შეიყვანოს. გაყალბებაზე კი კითხვა არც ევროკავშირში და არც სხვაგან არ არსებობს“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.