საქართველოს საპენსიო ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1754922302
რადიკალური ოპოზიცია არის ჩიხში, ეს ჩიხური მდგომარეობა თავად გამოიწვიეს იმით, რომ არ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში, ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ერთი მტკიცებულებაც ვერ დადეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ყოველდღიურ რეჟიმში ამბობდა, რომ მათი დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური დესტაბილიზაცია, ეკონომიკური იზოლაცია, დედაქალაქებში დადიოდნენ, ქვეყნის სანქცირებას ითხოვდნენ.
„თავად ჩაიგდეს თავი ამ მდგომარეობაში, მიჰყვნენ გარე უფროსების კარნახს, ინსტრუქციას. სხვა გზა არ ჰქონდათ, აგენტის ხვედრი ასეთია – ინსტრუქცია მიიღე, უნდა შეასრულო. ხაბეიშვილი და ძირძველი „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო უარეს მდგომარეობაშია. ის ოთხი რადიკალური პარტია, საიდანაც ორი არჩევნებში მონაწილეობს და ორი – არა, ერთმანეთზე არიან გადაკიდებულები. ერთი ვერტიკალით იმართებიან, თუმცა ყველას სურს, იყოს ამ გარე ძალების ფავორიტი, არაფორმალური მმართველობის, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, ტრამპი კი „დიფ სთეითს“. ურთიერთგამომრიცხავია, თან დამხობას ამბობდე და, თან ლეგიტიმურ დამხობას, თუ მსგავს ტერმინს რომ იყენებს ხაბეიშვილი. არაფერი გამოუვათ, ხაბეიშვილი იქნება, თუ ვინც არ უნდა იყოს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვიხილეთ, როგორი წნეხის ქვეშ ვითარდებოდა პოლიტიკური პროცესები საქართველოში, რამხელა მხარდაჭერა ჰქონდათ ამ გარე აქტორების მხრიდან „ნაცმოძრაობას“, ამ ოთხ რადიკალურ პარტიას თავიანთ მდიდარ „ენჯეოებთან“ ერთად და რევოლუციის რამდენი მცდელობა იყო. სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას, ჩვენი სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე დგანან, რა მუქარებიც არ უნდა იყოს, ხაბეიშვილი იქნება თუ ვინც იქნება, ამას სერიოზულად არ აღვიქვამთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია.
„არჩევნები პირდაპირ ეხება მოქალაქეთა ყოფით, კომუნალურ პრობლემებს. არჩეული მაჟორიტარები, მერები თავიანთ მუნიციპალიტეტებში, ოლქებში მოსახლეობის პრობლემების გადაჭრით იქნებიან დაკავებული. ჩვენი გუნდი მზად არის, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძალიან დიდი შრომა გასწიოს, რათა მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. საქართველოში, თბილისში პრობლემები რჩება და ჩვენი მერობის კანდიდატების, მაჟორიტარი დეპუტატების ამოცანაა, მოსახლეობის პრობლემები გადაჭრან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.