ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიცია ამბობდა, რომ რიგგარეშე არჩევნების გარდა არც ერთ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუმცა ორმა პარტიამ უკვე თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთვება.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დანარჩენებიც ელოდებიან მიზეზს, რომ არჩევნებში მონაწილეობა გაამართლონ.
„განცხადება, რაც გაკეთდა ევროპარლამენტიდან, ეს ერთგვარი კიდევ ერთი „გაპრავების“ საშუალება არის.
მიიღებენ მონაწილეობას - მიიღონ, არავინ არ უშლის. არ მიიღებენ მონაწილეობას - ამით არაფერი არ დააკლდება საქართველოს და დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ჩვენ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის მზად ვართ. შეიძლება დავალება მიიღონ, რომ საერთოდ 4 პარტიად დაიშალონ, შეიძლება დავალება მიიღონ, რომ ერთად გაერთიანდნენ, მაგალითად, პაატა ბურჭულაძის გარშემო, როგორც წინაზე გააერთიანეს ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო. ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უკვე საშტაბო მუშაობა დაწყებული გვაქვს და 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ.
ერთადერთი, ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან თავიანთი ამომრჩევლის წინაშე“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიკალებმა „თავი შეირცხვინეს“, მოატყუეს ამომრჩეველი, რომ არჩევნები გაყალბდა და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, მათი რეიტინგი მკვეთრად არის შემცირებული.