ამ 5 თარიღში დაბადებულ ადამიანებს ფულის მოზიდვა შეუძლიათ
1757364656
ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში და პირველ რიგში, გასაკვირია, რატომ ადევნებენ ამ ყველაფერს თვალ-ყურს იგივე ევროკავშირის ელჩი, დიპლომატიური კორპუსი, რატომ არ აკეთებენ განცხადებას ამასთან დაკავშირებით?, - განაცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა "ქართული ოცნების" შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას.
ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა, თუ რას მოჰყვა დაპირისპირება. მაჭავარიანისთვის გაურკვეველია, დიპლომატიური კორპუსის მხრიდან რატომ არის დუმილი, რატომ სურთ, რომ მხარეებს შორის პოლარიზაცია გაღვივდეს.
"ეს არის ძალიან უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში. პირველ რიგში, ყველაზე გასაკვირია, თუ რატომ ადევნებენ დუმილით თვალ-ყურს იგივე ევროკავშირის ელჩი, დიპლომატიური კორპუსი და რატომ არ აკეთებენ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. აქ არის "ქართული ოცნების" თბილისის საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი. დაგეგმილად მოდის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა - ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები არიან საქართველოში და აწყობენ ორგანიზებულ, კარგად გააზრებულ პროვოკაციას შტაბის წინ.
რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, თავი შეიკავოთ, რადგან ეს გამიზნულად, პირდაპირ ემსახურება მათ დღის წესრიგს. უნდათ, დუღილის ტემპერატურა აწიონ. კარგად ვიცით, რომ ამ ხალხის უმრავლესობა დაფინანსებულია სწორედ ევროკავშირის თანხებით. ასევე, ამ აგრესიული მოქალაქეების ძირითადი ბირთვი მდიდარი NGO-ს, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან. რატომ არ იღებენ ხმას, რატომ არის დუმილი? არ არის ეს პირდაპირი ხელის შეშლა საარჩევნო პროცესში? რატომ სურთ, რომ ეს პოლარიზაცია უფრო გაღვივდეს? რატომ აკვირდებიან ამ ყველაფერს ჩუმად, თითქოს არაფერი ხდება?
ეს არის გამიზნული პროვოკაცია. არ ჩერდებიან, რადგან გარედან ეს დავალება აქვთ მიღებული, რათა სიტუაცია ხელოვნურად დაძაბონ საქართველოში, ვინაიდან ოპოზიცია ბოლომდეა გამარგინალებული. ვხედავთ, რა დღეში არიან. შეკრეს გარედან დავალებული რაღაც კოალიცია, ბატონმა გახარიამ და ხაზარაძემ, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთს აგინებდნენ, ამ დროს კი ნახევარ საქართველოში ვერ დააკომპლექტეს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, იმდენად განადგურებულ მდგომარეობაში არიან და არავის სურს მათთან ასოცირება.
ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში, დიპლომატიურ კორპუსს, გააკეთონ კომენტარი და დაგმონ ეს ლიბერალური ფაშიზმი. კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვ თავშეკავებას", - აცხადებს მაჭავარიანი.