ლევან მაჭავარიანი: გიორგი გაბიტაშვილი სერიოზულ როლს შეასრულებს კორუფციასთან ბრძოლაში, მყარი პოზიციები, რაც კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით გვიჭირავს, უფრო გაუმჯობესდება

ლევან მაჭავარიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან შედარებით.

მაჭავარიანის თქმით, გიორგი გაბიტაშვილი სერიოზულ როლს შეასრულებს კორუფციასთან ბრძოლაში.

„ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ რამდენიმე წელში საქართველო ტოპ სამ ქვეყანაში უნდა იყოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ უწყების გაძლიერებაც ამას ემსახურება. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში გაბიტაშვილი სერიოზულ როლს შეასრულებს კორუფციასთან ბრძოლაში. ის მყარი პოზიციები, რაც კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით გვიჭირავს, კიდევ უფრო გაუმჯობესდება და საზოგადოებას ვპირდებით, რომ საქართველო კორუფციის შემცირების თვალსაზრისით სამეულში იქნება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილი წარადგინეს, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.