„ლელოში“ აცხადებენ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიის ანგარიშები დააყადაღა

ლელო

„ლელო – ძლიერი საქართველოში“ აცხადებენ, რომ პარტიის ანგარიშები აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადა.

როგორც  „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიაში შესაბამისი შინაარსის წერილი დღეს მიიღეს.

„ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, ჩვენ თავს გვესხმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თავს გვესხმის აღსრულების ეროვნული ბიურო, დღეს მოგვივიდა წერილი, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო გვატყობინებს, რომ კოლიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მისი თქმით, ხუთი დღის განმავლობაში „არალეგიტიმური ხელისუფლება, არალეგიტიმური პრემიერი კობახიძე, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი და სხვები ახორციელებენ სასაცილო, იუმორისტულ შეტევას კოალიცია „ძლიერ საქრათველოზე“.