ვაგზლის მოედანზე სახლი ჩამოინგრა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1752507527
ლანჩხუთის მუნიციპიტეტის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და დეზინფორმაცია უწოდებს გავრცელებულ ცნობას, თითქოს სოფელ შუხუთში “კოსმოდრომი“ შენდება.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ “აი, ფაქტის“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში “კოსმოდრომი“ შენდება.
საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მსგავსი სახის მშენებლობა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რაც შპს “სევრიუკ -აგროს“ არ გააჩნია. ორგანიზაციამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას 2023 წელს მიმართა განცხადებით, რომელშიც კოსმოსური თანამგზავრის გასაშვებად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ნებართვას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო როგორც მუნიციპალიტეტის მერიისგან, ისე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან.
შესაბამისად, “კოსმოდრომის” მშენებლობის შესახებ დეზინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება სხვა არაფერია, თუ არა უსაფუძვლო სპეკულაცია. მსგავსი ტყუილების მიზანმიმართული ტირაჟირება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, რაშიც “აი, ფაქტი” უკვე არაერთხელ იქნა მხილებული“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში