„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
ქართული ოცნებიდან წასულ ოთხ დეპუტატს მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი და პროსახელისუფლებო POSTV-ის წამყვანები შეუერთდნენ.
ოთხეულის გუნდს ხუთი პარლამენტარი ემატება: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია და ზაალ მიქელაძე. როგორც სოზარ სუბარმა თქვა, მათი მოძრაობა ხალხის ძალა პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
ამავე მოძრაობას უერთდებიან ექსპერტები და POSTV-ის წამყვანები: თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ოთარ ჭულუხაძე და წამყვანები - ნუკრი შოშიაშვილი, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.