იაპონიაში, გველის გამო, ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა
1746207131
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების ხედვასთან დაკავშირებით ძალიან დიდი უფსკრულია, ამიტომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს მხარეების დასაახლოებლად.
„რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის გადაწყვეტის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი არის ის, რომ თითოეულმა მხარემ გააკეთოს სამშვიდობო შეთავაზება“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
„და ეს უკვე მოხდა. უკრაინელებმა თქვეს: „აი, რა გვინდა ჩვენ“. რუსებმა თქვეს: „აი, რა გვინდა ჩვენ“. და ახლა დიპლომატიის საქმეა ამ ორი მხარის დაახლოების მცდელობა. რადგან იმას შორის, რაც რუსებს უნდათ და რაც უკრაინელებს უნდათ, ძალიან დიდი უფსკრულია“, - განაცხადა მან.
მან დასძინა, რომ სამშვიდობო წინადადებები უკვე გაჟღერდა და ტრამპის პრეზიდენტობის მომდევნო 100 დღის განმავლობაში მისი ადმინისტრაცია ძალიან დაჟინებით იმუშავებს ამ მხარეების დაახლოების კუთხით.