იაპონიაში, გველის გამო, ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა

იაპონური მატარებელი

იაპონიაში, ტოკიოსა და ოსაკას შორის ყველაზე დატვირთულ ხაზზე ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც ელექტროსადენებში გველი გაიხლართა.

ერთი მეტრის სიგრძის გველი ელექტროგადამცემ ხაზს შემოეხვია, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია. შედეგად გველი მოკვდა.

ინციდენტი მაიბარასა და გიფუ-ჰაშიმას სადგურებს შორის ოთხშაბათს, დაახლოებით საღამოს 5 საათზე მოხდა. მატარებლების მოძრაობა დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის აღდგა.