1754511189
ჯაბა კოღუა: ახალ ამპლუაში, პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ გლდანის კენტ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება და პრობლემების გადაჭრა ჩემი მთავარი ამოცანა იქნება

ახალ ამპლუაში, პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ გლდანის კენტ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება და პრობლემების გადაჭრა ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, - წერს სოციალურ ქსელში გლდანი 4 -ის (კენტი მიკრორაიონები) მაჟორიატორობის კანდიდატი ჯაბა კოღუა.
„პირველ რიგში მადლობა ,,ქართული ოცნების" ლიდერებს გამოცხადებული ნდობისთვის.
ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელმაც საქართველოს მშვიდობა, ხოლო თბილისს ჭეშმარიტი, მომავალზე ორიენტირებული განვითარება მოუტანა.
მე ამ რაიონში დავიბადე, აქ გავიზარდე, მრავალი წელია სხვადასხვა პოსტზე ვემსახურები ამ რაიონის უკეთეს ხვალინდელ დღეს.
და ახლაც, ახალ ამპლუაში, პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ გლდანის კენტ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება და პრობლემების გადაჭრა ჩემი მთავარი ამოცანა იქნება.
ჩემი მანდატის ფარგლებში, უზრუნველვყოფ მჭიდრო კოორდინაციას მოქალაქეებს, გამგეობასა და სხვა საქალაქო სამსახურებს შორის, რათა რაიონი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ. ჩვენ, ყველამ ერთად!“ - წერს კოღუა.