ირაკლი ქადაგიშვილი: თუ რამე დაემართა ოპოზიციას, დაემართა მათი უთავობით და მათი ბრმა მინდობით თუ ბრმა მსახურებით უცხოელ მრჩევლებზე

ირაკლი ქადაგიშვილი

იმ დაკვეთებით, რაც ასრულა ოპოზიციამ გარე პატრონებისგან, მივიღეთ ეს სარეველა, რა სარეველაც გაიზარდა ამ ოპოზიციურ ველზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, თუ რამე დაემართა ოპოზიციას, დაემართა მათი უთავობით და მათი ბრმა მინდობით თუ ბრმა მსახურებით უცხოელ მრჩევლებზე.

„ეს შედეგია, ეს სარეველაა. აქ ახლა ლოტოტრონიც არის, ტელეფონიც არის და ბოლოს ალბათ „არიოლი და რეშკამდეც“ მიიყვანენ საქმეს. ეს არის სრული დაპირისპირება, სრული ქაოსი, ეს არის ის, რაც ამ რეზოლუციებმა და ასეთმა დამოკიდებულებამ შექმნა საქართველოში ოპოზიციურ ველზე.

ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ვინ რა აბსურდულ ახალ პლატფორმას თუ პოზიციას დააფიქსირებს, ამას უკვე აღარა აქვს საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენი ქვეყანა მუშაობს, ფუნქციონირებს გამართულად. ხალხს სჭირდება თავისი თვითმმართველობა. თვითმმართველობა არის ის, რასაც ადამიანები ხელისუფლების კუთხით პირველს ხედავენ და ურთიერთობაში შედიან. პირველ საჭიროებებს, სოფელია, ქალაქია, დედაქალაქია თუ სხვა დიდი ქალაქებია საქართველოში, სწორედ თვითმმართველობები არეგულირებენ. ეს ის ორგანოებია, რომელსაც თვითონ ხალხი ირჩევს და ესენი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ გვჭირდება. ერთი ვერსია ეგეც არის, თქვეს, რომ აგერ საქართველოს პრეზიდენტი ჰყავს სალომე ზურაბიშვილი და ის მოგხედავთ. მერიც ეგ იქნება, მთავრობაც ეგ იქნება, პოზიციაც და ოპოზიციაც. ასეთ აბსურდამდეა დასული.

ხშირ შემთხვევაში სასაცილო ვითარებაა. მთელი ტრაგიზმი ამისი იმაშია, რომ ამას ლაპარაკობს ევროკავშირი, ევროპარლამენტი. რატომ ხალხო, აი ეს კითხვა ისმის. ევროკავშირმა რატომ ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში. მათი კვლევებიც ხომ ადასტურებს, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპა და ნდობა ევროკავშირის სტრუქტურების მიმართ კატასტროფულად არის შემცირებული“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.