ირაკლი ქადაგიშვილი პროტესტის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვაზე: ეს არის მიზანმიმართული, პროვოცირებული ქმედება, რათა ქვეყანაში მუდმივად დესტაბილიზაციის განწყობა შეიქმნას და შემდგომ ეს ასახული იყოს რეპორტებში

ქადაგიშვილი

 პროტესტის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვას დესტაბილიზაციის განწყობის შექმნის მიზნით პროვოცირებულ ქმედებად აფასებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი

„ეს არის მიზანმიმართული, პროვოცირებული ქმედება, რათა ქვეყანაში მუდმივად დესტაბილიზაციის განწყობა შეიქმნას და შემდგომ ეს ასახული იყოს რეპორტებში, რომლებიც ერთ წრეს წარმოადგენენ. ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას უწევს კანონის გამკაცრება, რათა საბოლოო ჯამში აღკვეთოს სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ ეს მიზანმიმართული პროვოკაციები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა გუშინ საავტომობილო სავალი ნაწილი კანონსაწინააღმდეგოდ ისევ გადაკეტეს.