„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ოპოზიცია სრულიად დეზორიენტირებულია და რა დავალებაც არ უნდა მიიღონ, ცუდსა და უარესს შორის აქვთ არჩევანი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ეს შედეგია მათივე წინდაუხედავი ქცევის.
„რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში შიდა დაპირისპირება ყოველთვის აპოგეას აღწევს ხოლმე. ეს არის მათი წინდაუხედავი და ბრმა პოლიტიკური ქცევის შედეგი. აქედან გამომდინარე, ყველა პასუხისმგებლობა მათზეა. ჩვენ ამ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი გეგმები გვაქვს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.