ირაკლი ქადაგიშვილი: ანიტა და მისი რაზმი დამოკიდებულები არიან ე.წ. შიგნიდან გაჟონვაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი თავიდან ბოლომდე მანიპულირებადი ფიგურები არიან

ირაკლი ქადაგიშვილი

ანიტა და მისი რაზმი დამოკიდებულები არიან ე.წ. შიგნიდან გაჟონვაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი თავიდან ბოლომდე მანიპულირებადი ფიგურები არიან, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სოფო ჯაფარიძის განცხადება, რომ მმართველი გუნდი „ქართული ოცნების” ყოფილი წევრებისგან სიურპრიზებს უნდა ელოდოს. დღის ბოლოს იგივე დაადასტურა ლევან ხაბეიშვილმაც.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამიტომ, მათი საქმეც თავიდან ბოლომდე მანიპულაციაა.

„ანიტა და მისი რაზმი დამოკიდებულები არიან ე.წ. შიგნიდან გაჟონვაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი თავიდან ბოლომდე მანიპულირებადი ფიგურები არიან. ამიტომ, მათი საქმეც თავიდან ბოლომდე მანიპულაციაა, რომელსაც არანაირი შედეგი მოჰყვება, გარდა მათი სრული გაბანკროტებისა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.