გამოცხადებულია ნარინჯისფერი საფრთხე - ესპანეთში, სტიქიის გამო, გაუქმებულია და გადადებულია ფრენები
1762452271
ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლამდე, როდესაც ჩვენთვის რეალისტური იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, იმ დროისთვის ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ 2017 წელს ასახა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი, სწორედ ჩვენმა მთავრობამ 2017 წელს ასახა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, საქართველო შესაძლოა, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლის კონსტიტუციაშიც შეგხვდებათ შესაბამისი ნორმა, რომლითაც გაცხადებულია, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციური მიზანია. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მათი დამოკიდებულება განსხვავებულია, კონტრპროდუქტიულია. თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლამდე, როდესაც ჩვენთვის რეალისტური იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, იმ დროისთვის მათი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერმა.