წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო პარტნიორობის გაძლიერებაში.
აღნიშნულის შესახებ კობახიძემ China Media Group-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინელ მეგობრებს ღონისძიების შესანიშნავი ორგანიზებისთვის. დავესწარი გახსნის ცერემონიას და დიდი პატივი იყო ამ ფორუმში სპეციალური სტუმრის სტატუსით ყოფნა. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ძალიან ღია და ენთუზიაზმით აღსავსე ვართ ჩინეთთან თანამშრომლობის წახალისების თვალსაზრისით. ეს საქართველოსთვის გადამწყვეტი პრიორიტეტია. ფორუმში მონაწილეობა კიდევ ერთ შესაძლებლობას გვაძლევს, გავცვალოთ მოსაზრებები, წარვადგინოთ და გავცვალოთ იდეები. ასე რომ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
საქართველო ცნობილია სხვადასხვა სახის პროდუქციით, ღვინო ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია. ასევე ვახორციელებთ ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში. მოხარული ვართ, რომ ღვინის ექსპორტი ჩინეთშიც იზრდება. ასევე მოხარული ვართ, რომ ამდენი ჩინელი ტურისტი მოდის საქართველოში, ეს რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. ვფიქრობ, საქართველო მომავალში კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილი გახდება მეტი ჩინელი ტურისტისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია. სტატისტიკა ასევე ცხადყოფს, რომ მუდმივად მზარდი მაჩვენებლები გვაქვს სხვადასხვა სფეროში, როცა საუბარია იმპორტსა და ექსპორტზე. რა თქმა უნდა, ასეთ ფორუმს ასევე დიდი წვლილი შეაქვს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებაში. ჩვენ მომავალში გვინდა ამ შესაძლებლობების გამოყენება“, – განაცხადა კობახიძემ.