5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება
1748547198
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში, რომელიც დღეს იხსნება. ორ დღიან ღონისძიებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახსნის. ფორუმზე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი აცხადებს, პრემიერი თანამედროვე მსოფლიოში ღირებულებების აღრევაზე გაამახვილებს ყურადღებას.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციას გახსნის და სიტყვით მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთად, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. ვისაუბრებთ იმ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ღირებულებების აღრევას თანამედროვე სამყაროში, დასავლურ ცივილიზაციაში, ორმაგ სტანდარტებს და, ასევე, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვიცავთ ქართველები, ქართული საზოგადოება და სახელმწიფო, მთავრობასთან ერთად, იმ ღირებულებებს, რომელიც მრავალი საუკუნეა უკვე ჩვენი განუყოფელი ნაწილია," - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, უნგრეთში, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გუშინ, 28 მაისს ჩაფრინდა. ის უკვე პირისპირ შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს