სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას, ალბათ კომიკურ ჟანრში გადავალთ. სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ მაინც დაჟინებულად მთხოვთ სერიოზულად შევაფასო - ეს არის მორალისგან დაცლილი, სისხლიანი რეჟიმის შემოქმედის, ნაცმოძრაობის სულიერი მამის ერთ-ერთი მონაბოდი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
კირცხალია გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან".
„სააკაშვილი საკანში რა სიზმარს ნახავს, ვერ გაიგებ; დღეს ამერიკით დაგემუქრება, ხვალ რამე სხვა ქვეყნით. დღეს უკრაინელია, ხვალ ქართველია, ზეგ შეიძლება რუსი აღმოჩნდეს და მაზეგ შეიძლება მისი დიდი ბაბუა ფლორიდიდან იყოს. თითოეული მისი განცხადება არის კომიკური ჟანრის“, - აღნიშნა კირცხალიამ.