ირაკლი ჭეიშვილი: მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი

ბჯ

 ეს თანხა [მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი] უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

„ნებისმიერ პატიმარს, ვისაც ბრალი წარედგინა, ეს იყო გამყარებული ვიდეოკადრებით და მათი დანაშაული იყო ასახული. ეს თანხა [მაკკეინის ინსტიტუტის გრანტი] უნდა მოხმარდეს სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას. საქართველოში ასეთად შერჩეული ჰყავთ მზია ამაღლობელი და ეს თანხები უნდა მოხმარდეს მზია ამაღლობელის და სხვა ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროპაგანდას, აქციებს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

მაკკეინის ინსტიტუტის მორიგი სკანდალი - ინსტიტუტმა ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან, ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო, რომელიც პოლიტპატიმრების ინტერესებისთვის ბრძოლას უნდა მოხმარდეს.