გუშინ კვლავ ვიხილეთ ნაცი ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა - პაპუაშვილი

პაპუაშვილი

გუშინ, გერმანიის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფი, კვლავ თავს დაესხა „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს და იქ მყოფ პირებს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, გუშინ, კვლავ ვიხილეთ სახედაკარგული ნაცი ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა.

,,გუშინ, გერმანიის ელჩის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტული ჯგუფი, კვლავ თავს დაესხა „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს და იქ მყოფ პირებს. გუშინ, კვლავ ვიხილეთ სახედაკარგული ნაცი ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზებისკენ მიმართული ყიჟინა. დღეს, კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან, მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ძალადობის დაგმობა,” - წერს პაპუაშვილი.