როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი ეხმიანება გერმანიის ელჩის ვიზიტს მოშიმშილე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ, ელენე ხოშტარიასთან, რომლის განცხადებითაც, შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, სიცოცხლისათვის ზიანის შემცველობის გამო, მოშიმშილეს ოპონენტი თუ ეკლესია ყოველთვის ურჩევდა ხელი აეღო განზრახვაზე და წინააღმდეგობის თუ პროტესტის სხვა ფორმა მოეძებნა, რადგანაც თვითმკვლელობა და თვითდესტრუქცია, როგორც შანტაჟის ნაირსახეობა, არ არის წასახალისებელი ამბავი. მისივე თქმით, საქართველოში მოიძებნა ფიგურა გერმანიის ელჩის სახით, რომელსაც განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა, რამდენადაც მან მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა და თანაგრძნობა გამოუცხადა. ნიკოლაშვილისთვის კი გაუგებარია რას ემსახურებოდა ელჩის აღნიშნული ქმედება.
„1991 წლის 21 სექტემბერს 35 წლის ქართველმა ექიმმა, კარდიოლოგმა გია ვახტანგის ძე აბესაძემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავი დაიწვა სამოქალაქო დაპირისპირებისადმი პროტესტის ნიშნად. თავის გამოსათხოვარ წერილში მან დაწერა: „თუ ქართველთა შერიგებასა და საქართველოს აღორძინებას მსხვერპლი სჭირდება, დაე, ეს მსხვერპლი მე ვიყო, ღმერთმა ქნას — ბოლო!“ მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ძველ თბილისში ისტორიულ ქუჩას მიენიჭა, ამგვარ სასოწარკვეთილ საქციელს საზოგადო, საოჯახო თუ პირადი ტრაგედიის მეტი არაფერი მოაქვს. მით უმეტეს ვერ ცვლის ვერც ისტორიას. გია აბესაძის საქციელი ერთეულ შემთხვევად იქცა, შიმშილობის სხვადასხვა ფორმისა და შედეგის აქტი კი არაერთხელ გვინახავს.
სიცოცხლისათვის ზიანის შემცველობის გამო, მოშიმშილეს მოყვარე, ოპონენტი თუ ეკლესია ყოველთვის ურჩევდა ხელი აეღო განზრახვაზე და წინააღმდეგობის თუ პროტესტის სხვა ფორმა მოენახა. ამგვარად ურჩევდნენ როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე. თვითმკვლელობა და თვითდესტრუქცია, როგორც შანტაჟის ნაირსახეობა, არაა წასახალისებელი ამბავი. მაგრამ 2025 წელს, საქართველოში მოიძებნა ფიგურა, ბატონი პეტერ ფიშერი, ელჩი გამთლიანებული გერმანიისა, რომელსაც განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა. როგორც გაირკვა, მან მოშიმშილე მოინახულა და ნუგეშად თავისი ემპათია (თანაგრძნობა) გამოუცხადა. ანუ - შევიდა მის მდგომარეობაში? გაგებით მოეკიდა მის არჩევანს? მხნეობა და გამძლეობა უსურვა შიმშილობის ეკლიან გზაზე? თუ რა გააკეთა? რაში უთანაგრძნო? იშიმშილე შვილო ჩემო, სამშობლოს ასე სჭირდებაო?“- წერს გურამ ნიკოლაშვილი.