“გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე, გარღვევა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრის შემდეგ იქნება შესაძლებელი" - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

"გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე, გარღვევა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრის შემდეგ იქნება შესაძლებელი," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის შეხვედრა იმ დონეზე არ იმართება, როგორც ამას აშშ ელოდა.

"გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე, გარღვევა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ჩემი შეფასებით, გარღვევა არ მოხდება, სანამ ისინი გულწრფელ და პირდაპირ საუბარს არ გამართავენ. ამისთვის, ვიცი, პრეზიდენტი ტრამპი მზადაა. ჩამოვედით, რადგან გვითხრეს, რომ რუსებსა და უკრაინელებს შორის შესაძლოა პირდაპირი შეხვედრა გამართულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა და თუ მოხდა, არა იმ დონეზე, როგორც ველოდით," - აღნიშნა მარკო რუბიომ.

თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება რუსეთის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დოლმაბაჰჩეს სასახლეში. რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, უკრაინის ჯგუფს კი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. კიევის ინტერესებს 12 წარმომადგენელი დაიცავს. მედია წერს, რომ შეხვედრას დააკვირდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის მომლაპარაკებელი სტიფ უიტკოფი და გენერალი კით კელოგი. პუტინის უარის შედეგ, არც ზელენსკი და არც ტრამპი სტამბოლში ჩასვლას არ გეგმავენ. გუშინ ღამით რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს ვლადიმერ მედინსკის შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი.