1747217904
გივი მიქანაძე შალვა პაპუაშვილის წლიურ ანგარიშზე: ანგარიშში ასახული იქნება ყველა ძირითადი კომპონენტი, რომელიც დაკავშირებულია გასული წლის პარლამენტის საქმიანობასთან მიმართებაში

„[პარლამენტის თავმჯდომარის] ანგარიშში ასახული იქნება ყველა ძირითადი კომპონენტი, რომელიც დაკავშირებულია გასული წლის პარლამენტის საქმიანობასთან მიმართებაში.- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით.
"გამახვილდება ყურადღება არა მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, არამედ საზედამხედველო საქმიანობის კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. ეს ანგარიში შეეხება როგორც კომიტეტების მიერ წარმოებულ მნიშვნელოვან საკითხებს, ასევე იმას, თუ რა სახის თემატური მოკვლევები განხორციელდა პარლამენტში და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით პარლამენტმა რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, - აღნიშნა მიქანაძემ.
შალვა პაპუაშვილი დღეს წლიური ანგარიშით პარლამენტში წარდგება.