თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა - ლევან რატიანის კომენტარი
1751991503
არჩევნებს არაფერი ემუქრება, ელექტრონული არჩევნებია, დამკვირვებლებიც არ გვაკლია, თუნდაც შიდა დამკვირვებლები, ჟურნალისტები, ექსპერტები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. გიორგი ვოლსკი საქართველოს შესახებ ეუთო/ოდირის განცხადებას გამოეხმაურა.
„არცერთი სახელმწიფო და მით უმეტეს საქართველო არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე მოხდეს ისეთი, რომელიც კითხვებს გამოიწვევს. კითხვები გამოიწვია ეუთო/ოდირის დასკვნამ. არა თუ კითხვები გამოიწვია, ასეთი გააფთრებული შეტევა პრაქტიკაში არ არსებობდა არასდროს ევროპულ სივრცეში. შეუტიეს იმიტომ რომ დადებითი დასკვნა დაწერა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ეუთო/ოდირი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, ეს კი წარმოადგენს გამონაკლისს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული პრაქტიკისგან.