მძიმე ავარია სანაპიროზე - არის მსხვერპლი
1762511026
ადამიანი, რომელიც დეკლარირებულად კრიმინალია, დღემდე აგრძელებს ამ თავის სტილს, რომელიც არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს.
„ჩვენ კარგად ვიცით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რას ჩადიოდა ეს ადამიანი. ეს იყო ათასობით ჩადენილი დანაშაული და ადამიანი, რომელიც დეკლარირებულად კრიმინალია, დღემდე აგრძელებს ამ თავის სტილს, რომელიც არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული. საზოგადოებას უკვე აღარც უკვირს მისი განცხადებები. საზოგადოებამ მისი მოღვაწეობის პერიოდი პოლიტიკურად ჯერ კიდევ 2012 წელს შეაფასა“, - განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
„არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო“.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა „მეორე საქართველო”, რომლის მკვიდრებსაც, ის „მუქთახორებს, ბირჟავიკებს, ბოღმიანებს, მშიშრებს,“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათთან „პირველი კატეგორიის” ქართველების შერიგება ვერ მოხდება, რადგან, ანთროპოლოგიურადაც კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
მძიმე ავარია სანაპიროზე - არის მსხვერპლი
1762511026
რომელ სასაჩუქრე ყუთს აირჩევდით? - ტესტი
1762434780