დეპრესია, შესაძლოა, ყოველდღიურად მიღებულმა ამ ერთმა პროდუქტმა გამოიწვიოს - ფსიქიატრი
1753720693
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ეწვია და მინისტრის მოადგილეს, ფარჰად ჰაჯიევს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ახალგაზრდობის საკითხებზე წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისათვის მზაობა გამოთქვეს.
განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებს დაეთმო, მათ შორის, ახალგაზრდული ფორუმების, სამუშაო შეხვედრების, გაცვლითი ვიზიტებისა და ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზების გზით.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, აზერბაიჯანელი ახალგაზრდების დელეგაცია ქართულ-აზერბაიჯანულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ანაკლიაში 2025 წლის 3-8 აგვისტოს გაიმართება.
გიორგი ჩაკვეტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანში 22-28 ივლისს, ორი ქვეყნის მონაწილეობით, ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზებისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი.