გიგა ფარულავა: ხელისუფლების ნაბიჯებმა ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება განიხილება, ამაზე პასუხისმგებლობა „ოცნებას“ და მის ლიდერებს ეკისრებათ

გიგა ფარულავა

ხელისუფლება პარტნიორების შეფასებებს სახელმწიფო ინტერესებს უკავშირებს, თუმცა კრიტიკა ოპოზიციის არადემოკრატიულ ნაბიჯებს ეხება, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ნაბიჯებმა ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ დღეს, რიგითი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება განიხილება.

„ეს არის სამწუხარო რეალობა. „ოცნება“ საკუთარ ანტიდემიკრატიულ ნაბიჯებს ნათლავს სუვერენიტეტის დათმობად ან შანტაჟად. ეს ასე არ არის. ნებისმიერი კრიტიკა იქითკენ არის მიმართული, რომ ქვეყანა დემოკრატიულ პროცესებს დაუბრუნდეს. გვჯერა, რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა არ შეეხება, რადგან ისინი არ იმსახურებენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. კითხვა რომ ისმის, უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს თუ არა, ამაზე პასუხისმგებლობა „ოცნებას“ და მის ლიდერებს ეკისრებათ იმ არადემოკრატიული ნაბიჯებისთვის, რასაც წლებია, დგამენ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.