1755268963
გარდაბნის მერობის კანდიდატი დავით კარგარეთელი - ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ძალიან კარგი პროგრამები გვქონდა, რომლითაც უკვე სარგებლობს ჩვენი მოსახლეობა და ეს მიმართულება ჩვენთვის მომავალშიც პრიორიტეტი იქნება

„ქართული ოცნების“ გარდაბნის მერობის კანდიდატმა დავით კარგარეთელმა გასული ოთხი წლის მანძილზე განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. „ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში შვიდ საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ასევე, ვფიქრობთ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იმ სოფლებში, სადაც საჭიროა საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები, შევეცდებით, უმოკლეს ვადებში მოვახდინოთ მათი რეაბილიტაცია“- აღნიშნა კარგარეთელმა.
მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, გზების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტი. „გარკვეული ნაწილი დაეთმობა იმას, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე, ქალაქ გარდაბანში, სადაც დარჩენილია მოსაწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ ამ საკითხს. შემუშავებული გვქონდა ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ძალიან კარგი პროგრამები, რომლითაც უკვე სარგებლობს ჩვენი მოსახლეობა და ეს მიმართულება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, იქნება პრიორიტეტი“- განაცხადა დავით კარგარეთელმა.