ნიუ-მექსიკოს შტატში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულთა შორის ორი ბავშვია
1752077904
ორმაგი სტანდარტი და მორიგი უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - ასე აფასებს მმართველი გუნდი რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტში დღეს კენჭი უნდა უყარონ. ანგარიში სახალხო პარტიის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ მოამზადა. დოკუმენტში ისმის მოწოდება სანქციებთან, ახალ არჩევნებთან, მიხეილ სააკაშვილის, მზია ამაღლობელის და სხვა პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად კი სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული. მმართველ გუნდში ევრობიუროკრატების სუბიექტურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს კანონიერად არჩეული ხელისუფლების დელეგიტიმაციის მორიგი მცდელობაა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროპარლამენტის მყარი პოზიციაა, რომ ისინი ხალხის ბრძოლას მხარს უჭერენ.
"განსხვავებული პოზიციები იქნება ყველგან, თუმცა მყარი პოზიცია ევროპარლამენტის მხრიდან და უმრავლესობით ჩამოყალიბებული არის ერთი რამ, ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ბრძოლას. არასამართლიანად და პოლიტიკური ნიშნით დაკავების დღიდან აბსოლუტურად ყველგან არის მოხსენებული მიხეილ სააკაშვილი და ის არის აღიარებული როგორც პოლიტიკურ პატიმრად. ეს არის პირდაპირი აღიარება ევროპარლამენტის.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიცია მყარად არის ცნობილი“, - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.