„გახარია როგორ უნდა ვიხილოთ საპატიმროში ეს მე არ ვიცი, არავის თვითმიზანი ეს არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან“ - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

„ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, "ღამის კურიერში" სტუმრობისას, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, როგორც კი გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიის წერილი ჩაიბარა, უნდა შეეტყობინებინა სამდივნოსთვის, რომ ქვეყნიდან გასვლას აპირებს და სხდომას ვერ დაესწრება.

„გახარია როგორ უნდა ვიხილოთ საპატიმროში ეს მე არ ვიცი, არავის თვითმიზანი ეს არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან. არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა, მაგრამ, ფაქტია, გაიქცა. შეიძლება, გაიქცა და გამოიქცეს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, გაქცევას ჰგავს ეს, იმიტომ, რომ როდესაც ბატონმა გახარიამ წავკისში, მის საცხოვრებელ მისამართზე პირადად ჩაიბარა შეტყობინება 16 ივნისს, ხელი მოაწერა და სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, ბოდიშებიც იხადა, „ვერ გაგიღეთ წინა დღეებში კარიო“, მინიშნებითაც კი არ უთქვამს, რომ გადის ქვეყნიდან. თუ იმ წუთში და საათში არა, როდესაც წერილი ჩაიბარა და წაიკითხა, მომდევნო საათში ან შემდეგ დილით უნდა შეეტყობინებინა სამდივნოსთვის, რომ „ასეთი წერილი მივიღე, ვწუხვარ, ვერ ვახერხებ და რა ვქნათ“-ო. მან ეს არ გააკეთა, ის გავიდა ქვეყნიდან და უკვე უცხოეთიდან შეატყობინა კომისიას, რომ "მე ვერ მოვდივარო“. ონლაინ ჩართვაზე კომისიის არცერთი წევრი არ ვართ თანახმა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.