„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
განაჩენი არ იყო მოულოდნელი - ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის, პარტია აგრძელებს ბრძოლას, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძისთვის 8-თვიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოს თავისუფლებისთვის, საპატიმროებიდან ყველაზე მძლავრი და ძლიერი საპროტესტო ხმა გაისმება.
„არ იყო მოულოდნელი. ჩვენ, ზოგადად, როცა დაიწყო ეს პროცესი, მაშინაც განვიხილავდით, რომ ეს შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა. მიუხედავად ამისა, მამუკამ და ბადრიმ უარი განაცხადეს ამ კომისიაზე მისვლაზე. ზოგადად, რაც „ლელო“ არსებობს ასეთი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ვართ და ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ნახევარი პრაქტიკულად, სასამართლოს კედლებში და ეზოში გვაქვს გატარებული. ეს არაფერს არ ცვლის ჩვენთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მოლოდინი ასეთი იყო, შესაბამისი მზაობაც არის. პარტია აგრძელებს ბრძოლას და ჩვენი ლიდერებიც, იმ ხალხთან ერთად, ვინც დაპატიმრებული არიან, ბუნებრივია, საპატიმროებიდან ყველაზე მძლავრი და ძლიერი საპროტესტო ხმა გაისმება საქართველოს თავისუფლებისთვის,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.