„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 30 წლამდე მამაკაცმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 პირი დაჭრა, რომელთაგან 2 ამავე სოფლის მკვიდრია.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცს ბებიის მიტოვებულ სახლში სუფრა ჰქონდა გაშლილი.
მხარეებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაჭრილებიდან ორი მამაკაცი მხარში მიყენებული დაზიანებებით დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ჩარევის შემდეგ კი სახლში გაწერეს.
შედარებით რთულია კიდევ 2 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ერთ მათგანს გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული და წნორის არქიმედეს კლინიკაში მკურნალობს, მეორე კი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, კატასტროფის ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.