უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები - დაღუპულია სამი ადამიანი
1750314031
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის მისაღებად ემზადება. შვიდი სხვადასხვა პროექტიდან დეპუტატები გუშინ ერთ შეჯერებულ ვერსიაზე შეთანხმდნენ. იყო ალტერნატიული ვერსიაც, რომელიც "სუვერენულ სახელმწიფოთა ევროპის" ჯგუფის ევროპარლამენტარებმა წარადგინეს - თუმცა ის არ გაითვალისწინეს.
რეზოლუციის საბოლოო პროექტში ამჯერადაც დაგმობილია დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე თავდასხმა; მოთხოვნილია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, ასევე ზურა ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და აქტივისტ მათე დევიძის გათავისუფლებასაც.
რეზოლუციის კენჭისყრამდე, ევროპარლამენტში გუშინ საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მზია ამაღლობელის შესახებ დებატები შედგა