„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ევროკომისია ინიციატივით გამოვიდა, სანქციები დაუწესდეს იმ ირანულ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს დრონებს აწვდიან.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი, რომელიც მიმდინარე თვეში დამტკიცდება, მოიცავს სანქციებს შვიდი ირანული კომპანიის წინააღმდეგ.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ჩამოთვლილ სუბიექტებს აეკრძალებათ სენსიტიური ნივთების რუსეთში გაყიდვა.
ირანული წარმოების დრონებს რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმისთვის იყენებს.