ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ოფიციალურად გააუქმა

mj

 ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ოფიციალურად გააუქმა. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილების მიზანი ახალი, ინკლუზიური, პლურალისტური და მშვიდობიანი ქვეყნის გაერთიანებასა და აღდგენაში სირიელი ხალხის დახმარებაა.

სასანქციო სიებიდან ამოიშალა 24 სირიული კომპანია და ორგანიზაცია, რომლებიც ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში, მათ შორის, ნავთობის მოპოვების და გადამუშავების, ასევე ბამბის წარმოებისა და ტელეკომუნიკაციები სფეროში მუშაობენ.

სანქციები შენარჩუნდა სირიის ყოფილი პრეზიდენტთან, ბაშარ ასადთან დაკავშირებული პირებისა და სტრუქტურების წინააღმდეგ. მათი მოქმედება 2026 წლის 1 ივნისამდე გახანგრძლივდა.