ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საბჭომ ამ კვირაში ძლიერი სიგნალები უნდა გააგზავნოს.
ეს განცხადებები ბორელმა დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ლუქსემბურგში გააკეთა.
„თქვენ იცით, რომ ევროკავშირის საბჭომ ამ კვირაში უნდა გააგზავნოს სიგნალი, რომ ჩვენ დავიწყოთ მომზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს არის ძლიერი სიგნალი. ეს არის გზავნილი, უნდა გაიგონ არა მხოლოდ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, არამედ მისი ექო უნდა გაისმას ძალიან ხმამაღლა, საზღვრებს მიღმა, როგორც ჩვენი ძლიერების, ერთიანობის და ამ სამი ქვეყნის მხარდაჭერის მანიფესტაცია“,- აღნიშნა ბორელმა.
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139