"ეს პროექტი არ არის მხოლოდ ბიზნესის განვითარება, ეს პოლიტიკური მიმართულებაცაა" - რიმა ბერაძე Trump Tower-ის მასშტაბურ პროექტზე

რიმა ბერაძე

 Trump Tower-ის მასშტაბურ პროექტზე, "ქართულ ოცნებაში" შეფასებები კეთდება. ტრამპის ოჯახის სახით, საქართველოში უმსხვილესი ინვესტორის შემოსვლაზე, მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ. "ქართული ოცნება" აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკურადაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

"Trump Tower საქართველოში შემოდის და ის, საქართველოში არსებულ დეველოპერებთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უმსხვილეს პროექტს განახორციელებს. ეს პროექტი არ არის მხოლოდ ბიზნესის განვითარება, ეს პოლიტიკური მიმართულებაც არის, რადგან ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა და სტაბილურობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ასეთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ქვეყანაში განხორციელებულიყო," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.

თბილისში დაგეგმილი ახალი პროექტის, შესახებ პირველად ამერიკულმა პრესამ დაწერა, მალევე მას მოჰყვა ოფიციალური განცხადება უშუალოდ Trump Organization-ის მხრიდან. ტექსტში წერია, რომ ცათამბჯენი თბილისში ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აშენდება. პროექტს არქიტექტურული გიგანტი "გენსლერი" დააპროექტებს და ის მაღალი კლასის რეზიდენციებს, სავაჭრო და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს.