„ბედისწერას ქმნის ის სრული სახელი, რომელიც პირადობაში გვიწერია“ - ეზოთერიკოსების მიმართვა
1762534903
მილიონ-მილიონიანი გირაო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებულ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. დანარჩენი ბრალდებულების მიმართ კი, წინასასამართლო სხდომის თარიღად 25 დეკემბერი განისაზღვრა. 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით დასრულდა.
მრავალტომიან საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებში აუდიო ჩანაწერებიც დევს.
არსებულ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციაში შეფასებები კეთდება:
"ერთადერთი ბერკეტი ცივილიზებულ სამყაროს აქვს სანქციები, რომელიც აღარ იქნება მსუსხავი ეფექტის, მომავალში იქნება დამანგრეველი ძალის. დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ოპონენტების დევნით და ციხეში ჩასმით. თუ ვინმეს უნდა კრიზისის გადალახვა, ამისათვის საჭიროა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება,"- აცხადებს პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.
საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას წარუდგინა.