ეკა სეფაშვილი: ქვეყანაში ჩანერგილ აგენტურას ამ არჩევნებზე რა თქმა უნდა არავითარი შანსი არ აქვს

აშვილი

ქვეყანაში ჩანერგილ აგენტურას ამ არჩევნებზე რა თქმა უნდა არავითარი შანსი არ აქვს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა. პარლამენტის დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს.

„ამას ისინი ძალიან კარგად გრძნობენ და იმიტომ არის თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მათ შორის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილება“, - განაცხადა სეფაშვილმა.