ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
დეპუტატები პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებული შენიშვნების განხილვას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე გადაგზავნილია. ე.წ. მოსმენების კანონი პრეზიდენტმა 22 ივნისს დაბლოკა და მიზეზად პოლიტიკური გადაწყვეტილება დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯით ოპოზიცია კმაყოფილია, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ამ მიმართულებით მანამდეც უნდა ეაქტიურა.მათივე შეფასებით, მსგავს გადაწყვეტილებას კიდევ არაერთი კანონი იმსახურებს.
თავის მხრივ შენიშვნები მიუღებლად მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობას - მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.