რომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და როგორ შეიძლება მოხვდეს კორპუსის ბინებში
1749820620
სოციალურ ქსელსა და საჯარო სივრცეში პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის საჩივრის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციულ საქმეთა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო.
მმართველი გუნდი მოუწოდებს ოპონენტებს, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან, მათი განმარტებით, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია.
"მკაფიო ევროპული პრაქტიკა, რომელიც გვეუბნება ჩვენ ერთ რამეს, დემოკრატიულ ქვეყნებში საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა ისჯება და ისჯება ბევრ ევროკავშირის ქვეყანაში სისხლის სამართლის წესითაც კი, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჭრილში ხდება ამ კუთხით პასუხისმგებლობის დაყენება და როდესაც თავს უფლებას აძლევს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ბინძური სიტყვებით, შეურაცხყოფა მიაყენო პოლიტიკოსებს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე საჯარო სივრცეში გაავრცელო ისეთი ინფორმაცია, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, მიუხტე მცირეწლოვანი ბავშვებით მყოფ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ის გამოიყვანო წყობიდან და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინო ის, მისი მხრიდან დაწყებული შეურაცხყოფით, ბუნებრივია, რომ ეს უნდა იყოს პასუხგაცემული და ისეთივე რეაგირება უნდა იყოს საქართველოში, რაც არის მაღალი ევროპული სტანდარტი“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.