ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანების შანტაჟი დაიწყო: ის მზადაა, ოჯახების დასანგრევად
1748629804
რადიკალური ოპოზიცია არის ღრმა კრიზისში. ამაზე ღრმა კრიზისი ალბათ, აღარც არსებობს, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.
მისი შეფასებით, არჩევნებში მონაწილეობა რეალურად ყველა პარტიას სურს.
„რადიკალური ოპოზიცია არის ღრმა კრიზისში. ამაზე ღრმა კრიზისი ალბათ, აღარც არსებობს. საუბარია მობილურით არჩევნების ჩატარებაზე. შეიძლება, იუმორისტულ გადაცემაში გამოიწვიოს ამან ღიმილი, მაგრამ რეალობაში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მით უმეტეს, რომ თავად რადიკალებშიც არ არის ერთსულოვნება. პარტიების ნაწილს სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ჩემი აზრით, რეალურად სურვილი ყველას გააჩნია, უბრალოდ, საკუთარ პატრონებთან ამ ყველაფრის ამ ფორმით გადათარგმნას ისინი ვერ ახერხებენ”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება იმ ფონზე, როდესაც „ლელომ“ და გიორგი გახარიამ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ღიად გამოთქვეს.
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ის გეგმავს, გავიდეს ხალხში და ყველას მოუწოდოს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის შეფასებით კი, გარკვეული ჯგუფების მიერ არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადების დაწყება არანორმალურია.