დავით მათიკაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ეს არის ბედი იმ ანტიქართული და უსამშობლო ადამიანების, რომელიც აუცილებლად საბოლოო ჯამში დაიშლება. საზოგადოების ნდობა მათ არ გააჩნიათ

 დავით მათიკაშვილი

ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა შეაფასა.

„ეს არის ბედი იმ ანტიქართული და უსამშობლო ადამიანების, რომელიც აუცილებლად საბოლოო ჯამში დაიშლება. საზოგადოების ნდობა მათ არ გააჩნიათ. საბოლოოდ რადიკალური ძალა უნდა განულდეს როგორც პოლიტიკური ერთეული“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.