დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველზე გრძელდება - პროკურატურის ინფორმაციით, საფუძველი ️სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობენ დაზარალებულებიც. გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, რამდენად სწორად დაიგეგმა საპოლიციო ღონისძიებები და ხომ არ იყო ძალის გადამეტების ფაქტები?
გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ თემა 20 ივნისით არ დაწყებულა, არამედ ჩორჩანას საქმეზე გამოძიებით დაიწყო. პარტიაში ამბობენ, რომ რაც არჩევნები უფრო ახლოს იქნება, მმართველი გუნდი გახარიას საწინააღმდეგოდ რაიმე ახალს "გამოძებნის".
"20 ივნისით არ დაწყებულა ეს თემა გიორგი გახარიას წინააღმდეგ, დაიწყო ჩორჩანათი და ეს არის პოლიტიკურად განეიტრალების მცდელობა. 20 ივნისი არ იქნება ერთადერთი თემა დარწმუნებული ვარ, რაც არჩევნებთან უფრო ახლოს მივალთ, "ოცნება" კიდევ გამოძებნის რაღაცებს გიორგი გახარიას საწინააღმდეგოდ, მაგრამ პრობლემა არ არის, ამას მიჩვეულები ვართ“, - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ჭანტურია.