1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
პრეზიდენტ ტრამპს „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ვგულშემატკივრობთ და ამის დადასტურებაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილიც. ქართველ ხალხს უღირსად არაერთხელ მოექცნენ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღირსეულად იქცეოდა. დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება მომავალში“, – ამის შესახებსაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვატაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ჩაკვეტაძის თქმით, „ქართველი ხალხი, რომელმაც ათასწლოვანი ისტორია გამოიარა და დღესაც სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის იბრძვის, თავს არავის დაუხრის“.
„დამოუკიდებლობა წინა თაობებმა მოგვიტანეს და ჩვენი ვალია, ის შევინარჩუნოთ. პირველი რესპუბლიკის შემდეგ, გმირმა ერმა საბჭოთა იმპერიას წინააღმდეგობა გაუწია, 1937 წლის რეპრესიები გამოიარა, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოლა, დედა ენა დაიცვა, 1989 წლის 9 აპრილს წითელ არმიას დაუპირისპირდა და 1991 წელს დამოუკიდებლობა აღიდგინა. ამის შემდეგაც საქართველომ თავისუფლებისთვის ბრძოლა განაგრძო. ახლა, როდესაც გეოპოლიტიკა ასე შეიცვალა, არავის მივცემთ უფლებას, სამშობლო წაგვართვას“, – განაცხადა გიორგი ჩაკვატაძემ.
როგორ გიორგი ჩაკვატაძემ აღნიშნა, „მსოფლიოს სხვადასხვა სტრუქტურაში არსებული უხილავი ძალები საქართველოს შიდა საქმეებშიც აფათურებენ ხელს და ეს მცდელობები 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა“.
„გვთხოვეს სანქციების დაწესება, რაც საკუთარი ქვეყნის დასჯა იქნებოდა. გვთხოვეს ომში ჩართვა, რაც საქართველოს ნაცარტუტად აქცევდა. გვთხოვეს უცხოელი მოსამართლეების არჩევა, რაც მართლმსაჯულებას გაანადგურებდა. ამის გაგრძელებაა ე.წ. მეგობარი აქტიც, რომელსაც მეგობრულთან საერთო არაფერი აქვს. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის აქტია, რაც მჯერა, ასევე განწირულია მარცხისთვის. კონგრესმა ერთი ხელით ეს მტრული აქტი მიიღო და მეორე ხელით კი, FARA-ს ამკაცრებს – წარსულში ლობიზმზეც ავრცელებს იმ კანონს, რომლის ქართულ ანალოგსაც ყოფილმა ელჩმა საქართველოში რუსული და დემოკრატიისთვის „შავი დღე“ დაუძახა. ჩინეთთან შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვსო და თურმე ჩვენთვის ეს დაუშვებელია. „დიფ სთეითის“ ლოკალური ფილიალი „დოი“ საერთოდ შანხაის თეატრში წავიდა სამუშაოდ. ორმაგი სტანდარტი „დიფ სთეითის“ სამარკო ნიშნად იქცა. გმირ პოლიციელ გიორგი ზაბახიძეს, რომელსაც ძალადობრივი აქციების დროს მხედველობა დაეკარგა, ცრუ მოწმეს ეძახის ეს მართლა „სიცრუის ფორმულა“. დღეს მედიის თავისუფლებაზე – მედიის გამანადგურებლები, ახალგაზრდებზე – ახალგაზრდების მკვლელები, ევროპაზე – მთავარი არაევროპული ძალები გვესაუბრებიან“, – განაცხადა გიორგი ჩაკვატაძემ.