ჩინეთი მსოფლიოს მეორე დიდი ეკონომიკაა, ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია - ჩინეთის ელჩი

ჩინეთის ელჩი

ჩინეთი ელოდება საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას მაღალი ტექნოლოგიების, სუფთა ენერგიის, ციფრული ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და კულტურული მიმართულებით, რომ ერთად ავაშენოთ უფრო მწვანე, მოქნილი და უფრო ინკლუზიური მომავალი, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“.

მისი თქმით, ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, ჩინეთისთვის ყოველთვის პრიორიტეტია.

„მსოფლიო მწვანე ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური რევოლუციის კრიტიკულ ფაზაშია. მწვანე ეკონომიკის პირობებში როგორ მივაღწიოთ მდგრად ზრდას, არის ის საკითხი, რომლის წინაშეც ვდგავართ. ჩინეთი მსოფლიოს მეორე დიდი ეკონომიკაა. ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია. ჩინეთი ელოდება საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას მაღალი ტექნოლოგიების, სუფთა ენერგიის, ციფრული ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და კულტურული მიმართულებით, რომ ერთად ავაშენოთ უფრო მწვანე, მოქნილი და უფრო ინკლუზიური მომავალი. მსოფლიო ახლა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და აუცილებელია დიალოგის და თანამშრომლობის გაღრმავება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ შეიცვლება საერთაშორისო სიტუაცია, ჩინეთი ქართველ ხალხთან ერთად მუშაობისადმი ერთგული დარჩება, რომ ხელი შევუწყოთ საერთაშორისო საზოგადოების მშენებლობას, რომელსაც საერთო მომავალი ექნება. გავაძლიეროთ კომუნიკაცია და თანამშრომლობა, გავაძლიეროთ სინერგია „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“. ჩინური გამოთქმა ამბობს, რომ მშვიდობის გარეშე განვითარება იქნება, უბრალოდ, ხე ფესვების გარეშე“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.